“24 საათში 8 გამოჯანმრთელებული პაციენტი გავწერეთ, ასეთი შემთხვევა ამ თვენახევრის განმავლობაში არ გვქონია” – ლალი ტურძელაძე

“24 საათში 8 გამოჯანმრთელებული პაციენტი გავწერეთ, ასეთი შემთხვევა ამ თვენახევრის განმავლობაში არ გვქონია”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად კლინიკაში 103 პაციენტი ჰყავთ და მათგან 86 კორონავირუსით არის ინფიცირებული.

„მინდა გაგახაროთ, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან გვიხარია, გუშინ საღამოს გამოჯანმრთელებული 4 პაციენტი გავწერეთ და დღესაც 4-მა პაციენტმა დატოვა ჩვენი კლინიკა. ანუ, 24 საათში 8 გამოჯანმრთელებული პაციენტი გავწერეთ, ასეთი შემთხვევა ამ თვენახევრის განმავლობაში არ გვქონია. კიდევ გვაქვს აღებული მეორეჯერადი ტესტები და შესაძლოა, ხვალაც გავწეროთ პაციენტები, რაც ძალიან სასიხარულოა. გვიხარია, რომ ამ შემთხვევებში კოვიდს ვიმორჩილებთ და ადამიანებს მისგან ვათაისუფლებთ“ – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

მსგავსი თემები