“მოდუნების უფლება ერთი წუთით არ გვაქვს, რადგან წინ შემთხვევების ზრდა იქნება” – ამირან გამყრელიძე

“დღეს უკვე საკმაოდ დიდი კლასტერები გამოვიკვლიეთ: ქობულეთში, ბოლნისში, სხვაგან და შედეგები ძალიან მახარებს. 300 ადამიანს შერჩევითი პრინციპით რომ იკვლევ და იქ შემთხვევა ნული გაქვს, ეს უკვე ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი, რაც ჩვენ განვახორციელეთ, შედეგს გვაძლევს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, მოდუნების უფლება ერთი წუთით არ გვაქვს, რადგან წინ შემთხვევების ზრდა იქნება.

“არ გვინდა, რომ ეს შემთხვევების ზრდა ყოველდღიურად რამდენიმე ათეული იყოს, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად იქცეს ჯანდაცვის სისტემისთვის. ჯანდაცვის სისტემა დღეს კარგად უძღვება იმ ადამიანებს, ვინც კლინიკებში ბრძანდებიან და მკურნალობას გადიან. კიდევ ერთხელ, უმორჩილესად გთხოვთ, მესმის, რთულია საგანგებო მდგომარეობის დროს ცხოვრება, მესმის რთულია ერთი კვირით კიდევ გადავადება და გაგრძელება მანქანების მოძრაობის აკრძალვის, მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით გარდა ამ სოციალური დისტანცირებისა, სხვა გამოცდილება არც ერთ ქვეყანას არ აქვს. ვინც შედეგს მიაღწია, სწორედ ამ შეზღუდვებით და სოციალური დისტანციით“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები