24 აპრილს, მთავრობა ანტიკრიზისულ პროექტს წარადგენს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, პარასკევს 24 აპრილს საქართველოს მთავრობა წარმოადგენს ეკონომიკურ ანტიკრიზისული გეგმის პროექტს.

„პარასკევს, 24 აპრილს, საქართველო წარმოადგენს ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის პროექტს და მთლიანად პროექტს, რომელიც ორი ეტაპისგან იქნება შემდგარი. ეს არის – მიზნობრივი, სოციალური დახმარების ანტიკრიზისული გეგმა და ასევე, ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისული გეგმა. ამასთან, პარასკევს იქნება წარმოდგენილი შეზღუდვების თანმიმდევრული, ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა და შესაბამისად, ეკონომიკის გახსნის გეგმა. აქვე უნდა აღინიშნოს, აქტიურად გაგრძელდება მუშაობა პოსტკრიზისულ გეგმაზე“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მსგავსი თემები