არც წითელი კვერცხები, არც სანთლები და არც ჭიქა ღვინო – „მედიაცენტრი მთავარი“ სასაფლაოდან (ვიდეო)

დღეს, მიცვალებულის ხსოვნის დღეა, თუმცა, სასაფლაოები დაკეტილია. მოსახლეობაც ითვალისწინებს ხელისუფლების გადაწყვეტილებას და წელს პირველი შემთხვევაა, როცა სასაფლაოებზე ვერც წითელ კვერცხებს ნახავთ, ვერც პასკებს, ვერ სანთლებსა და ვერც ჭიქა ღვინოს.   

„მედიაცენტრი მთავარი“ დასავლეთ საქართველოში რამდენიმე სასაფლაოზე იმყოფებოდა და ყველგან იდენტური ვითარებაა. ფოთში, ქუთაისსა და სენაკში, სასაფლაოების შესასვლელში მხოლოდ პოლიცია და შესაბამისი დაცვა დგას. სასაფლაოზე შესვლა აკრძალულია.

“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები