ნიუ-იორკის შტატში წყვილები დაქორწინებას ონლაინ შეძლებენ

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც წყვილები დაქორწინებას ონლიან შეძლებენ. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მოქალაქეები ქორწინების შესახებ განცხადების შეტანას დისტანციურად შეძლებენ, მოხელეები კი მათ ვირტუალურ ცერემონიაზე დააქრორწინებენ.

ნიუ-იორკის შტატში კორონავირუსის გამო გამოცხადებული კარანტინი 15 მაისამდე გაგრძელდა. ნიუ-იორკში კორონავირუსს 13 ათას ადამიანზე მეტი ემსხვერპლა.

მსგავსი თემები