რუსთავში მშობიარე ცოლს ქმარი ველოსიპედით გაეკიდა

რუსთავში, მშობიარე ცოლს ქმარი ველოდიპედით გაეკიდა. ამის მიზეზი კი კომენდატის დროს გამკაცრებული წესები და ავტომობილით გადაადგილების აკრძალვა გახდა.

მას შემდეგ, რაც 28 წლის ქალს მშობიარობა დაეწყო, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს. იმის გამო, რომ ქმარი ავტომობილით გადაადგილებას ვერ ახერხებდა, გადაწყვიტა, სასწრაფოს ველოსიპედით გაჰყოლოდა.

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდა ქალი რუსთავის სამშობიარო სახლში მიიყვანა, სადაც მას საკეისრო კვეთა გაუკეთეს. წყვილს ბიჭი შეეძინა.

მსგავსი თემები