დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის შესაძლო სამკურნალო წამლების მასშტაბური ტესტირება იწყება

დიდ ბრიტანეთში კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ,  წამლების ტესტირების მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური პროცედურა იწყება, რომლის შედეგებიც სავარაუდოდ რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავცრელებს.

ქვეყნის 165 საავადმყოფოში, ტესტირებაში 5 000-ზე მეტი პაციენტი მონაწილეობს.

„ეს მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დიდი ტესტირებაა. იმედი გვაქვს, რომ ივნისისის დასაწყისში უკვე კონკრეტული პასუხები გვექნება. თუ შედეგები უფრო ადრე გახდა ცნობილი, მათ შესაბამისად გავასაჯაროებთ“, – განაცხადა ახალი ინფექციური დაავადებების პროფესრომა ოქსფორდის უნივერსიტეტში პიტერ ჰორბიმ, რომელიც ამ კვლევას პირადად ხელმძღვანელობს.

მსგავსი თემები