Freedom House კარგად უნდა დაფიქრდეს – გიორგი კვირიკაშილი

ფრიდომ ჰაუსის“ შეფასება არის უკიდურესად არაობიექტური და ეყრდნობა აბსოლუტურად დაუბალანსებელ ინფორმაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, „ფრიდომ ჰაუსი“ კარგად უნდა დაფიქრდეს, როდესაც არაობიექტურ ინფორმაციასა და შეფასებებს ავრცელებს საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხარისხთან დაკავშირებით.

„ფრიდომ ჰაუსი“ კარგად უნდა დაფიქრდეს, როდესაც ასეთ არაობიექტურ ინფორმაციას და შეფასებებს ავრცელებს საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხარისხთან დაკავშირებით

2012 წლის შემდეგ, როდესაც „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მოვიდა ხელისუფლებაში, შეიცვალა რამდენიმე პრემიერი.

– “მთავარი ტენდენცია, რომელიც დამკვიდრდა ქვეყანაში, არის დემოკრატიის მაღალ ხარისხში აყვანა – მათ შორის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური არასამთავრობო სექტორი,  მედიათავისუფლების სრულიად სხვა დონე,  ადამიანის უფლებების დარგში მიმართულებაში თვისობრივად განსხვავებული სიტუაცია. მარტო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში 2010-2011 წლებში იყო 350-დან 400-მდე საჩივარი წელიწადში. 2017 წლის მონაცემებით, ეს მაჩვნებელი არის 70 ქვემოთ, რაც ჩემი აზრით არის უდიდესი პროგრესი. რა თქმა უნდა, ეს არ არის თვითკმაყოფილების საბაბი. ჩვენ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, რათა ევროპული დემოკრატია შევქმნათ. 

შესაბამისად „ფრიდომ ჰაუსის“ შეფასება არის უკიდურესად არაობიექტური, არის აბსოლუტურად დაუბალანსებელ ინფორმაციაზე დაყრდნობილი და ვფიქრობ, რომ „ფრიდომ ჰაუსი“ კარგად უნდა დაფიქრდეს, როდესაც ასეთ არაობიექტურ ინფორმაციას და შეფასებებს ავრცელებს საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხარისხთან დაკავშირებით. ვუერთდები ირაკლი კობახიძის შეფასებებს ამ საკითხთან დაკავშირებით”, – განაცხდა გიორგი კვირიკაშვილმა.

მსგავსი თემები