“თუ კარგად გაეცნობით საქართველოს კანონმდებლობას ჯანდაცვის მინისტრს კანონი არ დაურღვევია” – ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის ბრალდებას გამოეხმაურა, რომელიც მას პარტია “ნაციონალურმა მოძრაობამ” ავტომობილის წინა სავარძელით მგზავრობის გამო წაუყენა.

მისი თქმით, საქართველოს კანონმდებლობით, მას, როგორც ჯანდაცვის მინისტრს, კანონი არ დაურღვევია.

“დღესდღეობით, საქართველოში არის საგანგებო მდგომარეობა, რომელიც, ძირითადად, გატარებულია ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მოწოდებებით და, ასევე, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ანუ, ახლა ჩვენ ვართ ეპიცენტრში. ასე რომ, თქვენ თუ კარგად გაეცნობით საქართველოს კანონმდებლობას, ჯანდაცვის მინისტრს, ამ შემთხვევაში, კანონი არ დაურღვევია”,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი თემები