“ძალიან მიჭირს ამის თქმა, პირველად ვაკეთებ ამ ტიპის განცხადებას, ნუ წავალთ ეკლესიებში” – ამირან გამყრელიძე

“პირველად ვაკეთებ ამ ტიპის განცხადებას, ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით, გვაპატიებს ამას ღმერთი იმიტომ, რომ მეტი ქართველი გადარჩება” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მირან გამყრელიძე აქცენტს მომდევნო ოთხ დღეზე აკეთებს.

„ძალიან მნიშვნელოვნად გადამწყვეტია მომდევნო 4 დღე. არ გამოჩნდება მეორე და მესამე დღეს, ინფექციის სიმპტომები ჩნდება მე-4, მე-5 დღეს. არ წახვიდეთ ეკლესიებში, ნუ წახვალთ ეკლესიებში, ვილოცოთ სახლიდან. ეს აღდგომა გადავატაროთ სხვა ფორმატით, ილოცებენ ჩვენი მამაოები, ჩვენი მღვდელმთავრები და ჩვენ ვიქნებით პირნათელი ჩვენი ქვეყნის და ღმერთის წინაშე, რომ ნაკლები დაზიანებით გამოვალთ ამ სცენიდან. ძალიან მიჭირს ამის თქმა, პირველად ვაკეთებ ამ ტიპის განცხადებას, ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით, გვაპატიებს ამას ღმერთი იმიტომ, რომ მეტი ქართველი გადარჩება. გთხოვთ ამას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები