„დღეს გვაქვს 22 დადასტურებული დიაგნოზი, შესაძლებელია ყველაფერი განვითარდეს ისე, რომ არ გვეყოს მარაგი“ – მაკა სოლოღაშვილი

„ეს ყველაფერი არის ჩვენი, საზოგადოების ხელში. დღეს გვაქვს 22 დადასტურებული დიაგნოზი, თუ ზრდა ამ ტემპით მოიმატებს აღჭურვილობა, რაც გვაქვს 10 დღის განმავლობაში გვეყოფა, თუ არადა ძნელია პროგნოზირება“ –  ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

სოლოღაშვილმა პაციენტების მდგომარეობაზეც ისაუბრა და მოსახლეობას დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა:
„თუ დაავადებულთა რაოდენობა დიდი მასშტაბით მოიმატებს შესაძლოა აღჭურვილობა არ გვეყოს. დღეს გვაქვს 22 დადასტურებული დიაგნოზი, შესაძლებელი ყველაფერი განვითარდეს ისე, რომ არ გვეყოს მარაგი, ამიტომ დარჩით სახლში და დაიცავით უსაფრთხოების ნორმები.“ – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

მსგავსი თემები