ხვალიდან, თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი იკეტება

15 აპრილიდან, 21:00 საათიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ყველა სახის მოძრაობა იკრძალება. 10 დღით ქალაქებში შესვლა, ან ქალაქებიდან გასვლა შეიზღუდება. 

მისივე თქმით, დღეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ერთი დღის განმვალობაში ქვეყანაში არის 30 ადამიანი ინფიცირებული.

„დღეის მდგომარეობით კვლევა მიმდინარეობს 500 ადამიანზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში სრულმაშტაბიან შიდა გავრცელების ეტაპზე გადავედით. ზუსტად ვერავინ გვეუბნება, როდის იქნება კრიზისი და გავრცელების პიკი. დღეს შეუძლებელია ზუსტი პროგნოზის გაკეთება, როდის მოხდება გავრცელების პიკი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები