საქართველოში კორონავირუსისგან 67 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან 67 პაციენტი გამოჯანმრთელდა.  ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 252 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 67 პაციენტი.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები