ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავროკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

ჩიქოვანის თქმით, ამ ადმინისტრაციულ ერთეულებში აკრძალულია შესვლა და გამოსვლა.

„დღეის მდგომარეობით, საქართველოში უკვე არის 252 დადასტურებული შემთხვევა კოვიდინფექციის. ამასთან, რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ამ შემთვევაში იყო საკმაოდ ფართე წრე კონტაქტების და შესაბამისად, გვიწევს სპეციალურ ღონისძიებებს მივმართოთ.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში – გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება.

გარდა იმ მეზღუდვებისა, რაც დადგენილია საგანგებო მდგომარეობით, ამ ადმინისტრაციულ ერთეულებში აკრძალულია შესვლა და გამოსვლა. ადგილზე ამ რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის ძალები“,- განაცხადა ჩიქოვანმა.

მსგავსი თემები