ცხელი რეგიონები, სადაც ბზას არალეგალურად ჭრიან

ყველაზე ე.წ. ცხელ წერტილად, სადაც ბზას არალეგალურად ჭრიან, სამეგრელო-ზემო სვანეთი მიიჩნევა, რადგან ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილის თქმით, ბუნებრივად ბზა აქ უფრო დიდ ტერიტორიებზეა გავრცელებული.

“ე.წ. ცხელ წერტილად იმერეთის მუნიციპალიტეტიც ითვლება, მაგრამ, ძირითადად, მარტვილი და სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ამ მხრივ”, – აღნიშნა ნათია იორდანიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”.

ნათია იორდანიშვილის განმარტებით, მაშინ, როდესაც 4-5 წლის წინ მასიურად ხდებოდა ბზის გაჩეხვა, გასულ წელს ასეული შემთხვევაც კი არ დაფიქსირებულა.

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები