საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 234 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, გამოჯანმრთელდა 54 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.
ამასთან, კარანტინის რეჟიმში 4908 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 429.