წელს, საქართველოს პრეზიდენტი სააღდგომო წირვას არ დაესწრება

“ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში აღნიშნა.

მისი თქმით, ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო და ის საზოგადოებას დაუმორჩილებლობის მაგალითს ვერ მისცემს.

“3 დღეში ბზობაა, 10 დღეში კი აღდგომა. მე არ მახსოვს ჩემი ცხოვრების არცერთი წელი, როცა არ მივსულვარ ეკლესიაში აღდგომის წირვაზე ან თუნდაც ვნების კვირეულის რომელიმე ლიტურგიაზე. ეს იყო ჩვენს ოჯახში დიდი ტრადიცია, ეს იყო ჩვენი რწმენის გამოხატულება, თუმცა სხვა ვითარებაა ამ წელს და ამ წელს ვერ მივალ მე ეკლესიაში. ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი. ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო ამ კუთხით და საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს ვერ მისცემს. დარწმუნებული ვარ ამაში, ყველანი ერთად ვილოცებთ; დარწმუნებული ვარ, ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ჩვენთვის ილოცებენ და ეს იქნება ჩვენი რწმენის დიდი გამარჯვება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები