“სავარაუდოდ, საქართველოში COVID 19-ით მოსახლეობის 30% დაინფიცირდება” – ინფექციონისტი

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის ვარაუდით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკი აპრილის ბოლო რიცხვებიდან დაიწყება. როგორც ექიმმა განაცხადა, COVID 19-ით ქვეყნის მოსახლეობის 30% დაავადდება.

„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მკვეთრი აღმავლობა ინფიცირებულების, როგორიც იყო ეს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, საქართველოში არ უნდა იყოს, ვინაიდან საწყისი იმპორტის შემთხვევების შეკავება დადებითად მოხდა. ამიტომ, არ ველით ჩვენ, რომ ერთბაშად მოხდება ინფიცირება,”- აცხადებს ინფექციონისტი.

მისივე თქმით, ვირუსის არიდების ყველაზე ეფექტიანი ხერხი სწრაფი და მრავალფეროვანი დიაგნოსტიკის ხერხია.

„როგორც იქნა მოხდა განხილვა იმისა, რომ მოხდეს სწრაფი და მრავალფეროვანი დიაგნოსტიკა, რასაც ექიმები ამდენ ხანს ვითხოვდით და ამირან გამყრელიძემაც გააჟღერა. მაგალითად, ყელცხვირნაცხით დიაგნოსტიკა მასობრივი კვლევისთვის არის ეფექტური. PC ტესტით შესაძლოა, საერთოდაც ვერ მოხდეს დიაგნოსტიკა იმ ადამიანის, რომელსაც დღეების განმავლობაში შეიძლება ჰქონდეს ეს დაავადება. ასევე, ანტისხეულებით დიაგნოსტიკაც შეიძლება ინდივიდისთვის არ იყოს ეფექტური“,- აცხადებს ექიმი.

მსგავსი თემები