“პიკი იქნება 2-3 კვირის შემდეგ” – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკი, დაახლოებით, 2-3 კვირაში დადგება.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ეს პიკი არ იქნება აფეთქება და საქართველო საუკუნის ერთ-ერთი უმძიმესი გამოწვევიდან მინიმალური დანაკარგით გამოვა.

“პიკს მივაღწევთ 2-3 კვირის მერე, ეს პიკი არ იქნება აფეთქება, ეს იქნება მდორე პიკი, რამდენიმე ათეული შემთხვევით მატება და არა რამდენიმე ასეულით. შენარჩუნდება კიდევ 2-3 კვირის მანძილზე და დაახლოებით, თვენახევრის შემდეგ, ჩემი პროგნოზით, ეპიდემია წავა ქვემოთ,” – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ. 

მსგავსი თემები