კარანტინის მიუხედავად, ესპანეთში სიგარეტის საყიდლად წასული ფრანგი პირენეის მთებში დაიკარგა

  •  

საფრანგეთის ქალაქ პერპინიანის მცხოვრები კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული კარანტინის დროს სიგარეტების საყიდლად ესპანეთში წავიდა და პირენეის მთებში დაიკარგა. ამის შესახებ RTBF წერს.

გამოცემის ინფორმაციით, საფრანგეთის სასაზღვრო რეგიონების მაცხოვრებლები სიგარეტს ესპანეთში ხშირად ყიდულობენ, რადგან იქ თამბაქო უფრო იაფია. კარანტინის მიუხედავად, ფრანგმა მთების გადაკვეთა ფეხით გადაწყვიტა, მაგრამ მდინარეში ჩავარდა.

მის გადასარჩენად ვერტმფრენი გამოიყენეს. ახლა მას კარანტინის რეჟიმის დარღვევისთვის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

მსგავსი თემები