კორონავირუსით დაინფიცირებული ყველაზე ხანდაზმული პაციენტი 82 წლისაა, ყველაზე პატარა კი – 2 წლის

„ასაკთან მიმართებაში მონაცემები არ შეცვლილა ამ დროისთვის ყველაზე მცირე ასაკის დაინფიცირებული 2 წლის ბავშვია, ყველაზე ხანდაზმული კი 82 წლის პაციენტი რჩება“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარს“ დაავადებათა კონტროლის ცენტრში განუცხადეს.

ამ დროისთვის ქვეყანაში ქვეყანაში კორონავირუსის 170 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 36 გამოჯანმრთელებული, ხოლო 2 გარდაცვლილი.საკარანტინე რეჟიმში – 5067 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 330 ადამიანი.

დღის ბოლომდე მედიკოსები კლინიკებიდან რამდენიმე გამოჯანმრთელებული პაციენტის გაწერას ვარაუდობენ.

მსგავსი თემები