“ქვეყანას უსასტიკესი კვირა ელოდება და ბევრი ადამიანი დაიღუპება” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყანას უსასტიკესი კვირა ელოდება და ბევრი ადამიანი დაიღუპება.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში ახალი კორონავირუსის 306 000 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 8 300 ადამიანი.

“ვუახლოვდებით დროს, რომელიც ძალიან საშინელი იქნება. უსასტიკესი კვირა გველოდება. ამ რიცხვების მსგავსი ალბათ არასდროს არაფერი გვინახავს, არც პირველი და არც მეორე მსოფლიო ომის დროს“,- განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

მსგავსი თემები