თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლისტი ემსხვერპლა

თბილისში, გლდანის ხიდებზე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დღეს, ერთი ადამიანი დაიღუპა.

მოტოციკლი და ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ. შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა.

რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი ყვე­ბი­ან, შე­ჯა­ხე­ბა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ მო­ტო­ციკ­ლის მძღო­ლი გზის სა­პი­რის­პი­რო ზოლ­ში გა­და­ის­რო­ლა. ახალ­გაზ­რდა, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ადგილზე მის­ვლამ­დე დაიღუპა.

​როგორც მედიაცენტრ “მთავარს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის N 276 მუხლის 5-ე პუნქტის საფუძველზე, რაც გაუთვალისწინებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობას და თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთა ითვალისწინებს.

მსგავსი თემები