ეროვნული ბანკის შვიდივე თანამშრომელს კორონავირუსი თვითიზოლაციაში ყოფნისას დაუდასტურდა

ეროვნული ბანკის შვიდივე თანამშრომელს კორონავირუსი თვითიზოლაციაში ყოფნისას დაუდასტურდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

ცენტრალური ბანკის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსის სიმპტომები გაუჩნდა, ინფორმაცია მიაწოდეს ჯანდაცვის სამინისტროს და ეს თანამშრომელი, მასთან უშუალო შემხებლობაში მყოფ 6 თანამშრომელთან ერთად თვითიზოლაციაში გადავიდა.

“როგორც კი შევიტყვეთ ჩვენი თანამშრომლის შესახებ, რომ მას კორონავირუსის სიმპტომების ჰქონდა, დავუკავშირდით ჯანდაცვის სამინისტროს, მე თავად ვესაუბრე ეკა ტიკარაძეს. სამინისტრომ მაშინვე მიიღო შესაბამისი ზომები, ჩვენ ასევე უზრუნველვყავით, მისი და მასთანა შემხებლობაში მყოფი პირების იზოლაცია, ასევე დეზინფექცია ჩაუტარდა იმ გარემოს, სადაც ეს თანამშრომელი მუშაობდა,”- განაცხადა ეროვნული ბანკის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ. 

მსგავსი თემები