“ქვეყნის მასშტაბით შვიდი კრიტიკული პაციენტია. უიმედო არცერთი არაა” – თენგიზ ცერცვაძე

“კრიტიკული პაციენტი ქვეყნის მასშტაბით არის შვიდი. უიმედო არცერთ არაა. თუმცა სადაც არ არის გამოსავალი ორია. ხუთი პაციენტის გადარჩენის შანსი მეტია”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განაცხადა.

ცერცვაძის განცხადებით, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 148 პაციენტია.

„თუმცა ვითარება ყოველ წუთში იცვლება. აქედან 60 პაციენტი ჩვენთან გადიოდა მკურნალობას. 22 პაციენტი გამოჯანმრთელდა და უკვე გაეწერა. ამჟამად ჩვენთან წევს 38 პაციენტი. 35 წევს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, 19 გორის ჰოსპიტალში. დანარჩენი პაციენტები ბათუმში, ქუთაისში, ბოლნისში და საჩხერეში. სამი პაციენტი წევს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომლიც პროვაიდერი გახდა ამ სერვისის, სადაც COVID19-ით ავადმყოფებს უმკურნალებენ“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

მსგავსი თემები