“ჩვენ მზად ვართ, შევხვდეთ ხელისუფლებას და გადავაბაროთ მათ ეს მომზადებული რეისები” – გრიგოლ ვაშაძე

  •  

“ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებას ქართველების სამშობლოში დასაბრუნებლად დახმარებას კიდევ ერთხელ სთავაზობს. განცხადება გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას უფასო რეისების განხორციელება შესთავაზა და უარი მიიღო. რამდენიმე დღის წინ კი, ვაშაძის თქმით, გიორგი გახარიამ დახმარებაზე მზაობა გამოთქვა.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, უფასო რეისების განსახორციელებლად ხელისუფლებასთან კონსულტაციებისთვის და მათთვის გამზადებული რეისების გადაბარებისთვის მზად არიან.

მსგავსი თემები