“იმ დროს, როცა მონიტორზე ფიქსირდება ასისტოლია, მეც მიჩერდება გული” – ლევან რატიანი

კორონავირუსის დაფიქსირების დღიდან, ქართველი ექიმები ამ ვერაგ ვირუსს თავდაუზოგავად ებრძვიან. ქართველი მედიკოსების ძალისხმევა და ბრძოლა უხილავ მტერთან, მსოფლიოში სამაგალითოდ იქცა. 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, ლევან რატიანი ერთ-ერთია იმ ექიმებს შორის, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში მართლაც რომ გმირულად ცდილობს ადამიანებს ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეუნარჩუნოს.

“არასდროს არ ვაკლებ პაციენტს არაფერს. გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ რაც შემიძლია, შეძლებისდაგვარად, ყველაფერს ვუკეთებ და შეუძლებელსაც კი. დგება მომენტი, როდესაც ბიოლოგიური მოვლენა – სიცოცხლე მთავრდება სიკვდილით. აქედან გამომდინარე, ცუდი მომენტია, როდესაც პაციენტი გეღუპება, გეკარგება, მაგრამ, სამწუხაროდ, მის წინააღმდეგ ვერ წახვალ. დამარცხება ძალიან ცუდი მომენტია. ჩათვალეთ, რომ იმ დროს, როცა მონიტორზე ფიქსირდება სისტოლია, ჩემს შემთხვევაში, მეც მიჩერდება გული.  

წარმოუდგენელი და ყველაზე ცუდი მომენტია, როცა ადამიანს ეუბნები, რომ შენი ოჯახის წევრი დაიღუპა, რა ასაკისაც არ უნდა იყოს ის. ამდენი წლის ექიმი ვარ და როცა პაციენტი გარდაცვლილა, არასდროს დამირეკავს მის ოჯახის წევრთან და არ მითქვამს, რომ შენი ახლობელი გარდაიცვალა. ვერ ვბედავ, რომ რაც არ უნდა დაავადებული, ან ასაკიანი იყოს, ადამიანს ვუთხრა – შენი ოჯახის წევრს გული გაჩერდა. ყველა პაციენტი მესიზმრება ჩამოვლით ყოველ ღამე. ემოცია არ დაიკარგება, ამიტომ ვცდილობ, ოჯახში არ გამოვავლინო. ეს ჩემი ემოცია, ჩემი გარემოა, აქედან გამომდინარე, როცა ოჯახთან 2-3 საათით მივდივარ, მინდა მათთან ერთად ვიყო, მაგრამ ეს ნამდვილად არ მავიწყდება”, – აცხადებს ლევან რატიანი.

მსგავსი თემები