“ხვალიდან ლოცვები 16:00 საათზე დაიწყება, ხოლო ტაძრები დაიკეტება არაუგვიანეს 20:00 საათისა” – ანდრია ჯაღმაიძე

“4 აპრილიდან ლოცვები შუადღის 16:00 საათზე დაიწყება, ხოლო ტაძრები დაიკეტება არაუგვიანეს, 20:00 საათისა” – ამის შესახებ პატრიარქის პრეს-მდივანმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც დეკანოზმა აღნიშნა, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ხსენებული ზომები კომენდანტის საათის შეზღუდვების შესრულების ფარგლებში მიიღო. მისი თქმით, შეტყობინება ახალი რეგულაციების შესახებ სასულიერო პირებს უკვე გაეგზავნათ.

დეკანოზმა ასევე  იმ აუცილებლად შესასრულებელ ზომებზე ისაუბრა, რაც ტაძარსა და მის გარეთ აუცილებელი დისტანციის დაცვას გულისხმობს.

„გეძლევათ სამი რეკომენდაცია: პატრიარქის კურთხევაა, რომ კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ხვალიდან ლოცვები დაიწყოს 16:00 საათზე, ხოლო ყოველდღე ეკლესია დაიკეტოს საღამოს 20:00 საათისთვის. შეგახსენებთ, რომ აუცილებელია ტაძრის ეზოში 1,5 მ-ის დაშორებით დროულად გაკეთდეს ნიშნულები. ამისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სამების ტაძარში მამა იოანეს (ტელ: 591000600). გთხოვთ, ყოველდღიურად მოახდინოთ ხატების და სიწმინდეების ხშირად გაწმენდა (სპირტის და ვარდის წყლით), ასევე იატაკის დამუშავება და ეკლესიაში მუდმივი მეთვალყურეობისთვის გამოყოთ პასუხისმგებელი პირები“, – აღნიშნავს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

მსგავსი თემები