დონალდ ტრამპს განმეორებითი ტესტირების შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა

“აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის ტესტმა კორონავირუსზე მეორედაც უარყოფითი აჩვენა” – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ტესტი პრეზიდენტმა დილით ჩაიტარა და პასუხი 15 წუთში მიიღო.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველი ტესტი რამდენიმე კვირის წინ, მას შემდეგ ჩაიტარა, რაც ბრაზილიის დელეგაციის ერთ-ერთ წევრს, რომელსაც მან უმასპინძლა, კორონავირუსი აღმოაჩნდა.

მსგავსი თემები