თბილისის ინფექციური საავადმყოფო უახლოეს დღეებში შესაძლოა, კორონავირუსისგან განკურნებულმა კიდევ რვა პაციენტმა დატოვოს

უახლოეს დღეებში შესაძლოა, კორონავირუსისგან განკურნებული კიდევ 7-8 პაციენტი გაეწეროს ბინაზე. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმი, ალექსანდრე გოგინავა ზუსტ რიცხვს ვერ ასახელებს და ამბობს, რომ ეს დინამიური პროცესია. 

„ზუსტ რიცხვს ვერ გეტყვით, თუმცა დინამიური პროცესია ეს და უახლოეს დღეებში დაგვემატება ჩვენ გამოჯანმრთელებულები. რაც უფრო მეტი დრო გავა, მით მეტი გამოჯანმრთელებული გვეყოლება. დაახლოებით 7-8 პაციენტამდე შეიძლება უახლოესი 3-4 დღის განმავლობაში კიდევ დატოვოს კლინიკა და სრულიად გამოჯანმრთელებულები გაეწერონ ბინაზე, იზოლაციაში “ , – განაცხადა გოგინავამ.

ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსისგან 22 პაციენტია განკურნებული, ქვეყნის მასშტაბით კი – 26.

მსგავსი თემები