„კომენდანტის საათს“ სახლში რომ ვერ მიუსწრო, მთელი ღამე ქუჩაში, მანქანაში გაათენა

სულ რაღაც 10 წუთის გამო, ერთ-ერთმა ახალგაზრდა მამაკაცმა ე.წ. კომენდანტის საათის პირველი ღამე ქუჩაში გაატარა. სახლისკენ მიმავალი მგზავრი პატრულმა გააჩერა და რომ ჰკითხა ქუჩაში რატომ იყო, უკვე 21.03 წუთი იყო.

„საბურთალოზე, ყაზბეგის ქუჩაზე ვიყავი და სახლისკენ მივდიოდი. პატრულმა გამაჩერა, სად მიდიხარო. ვუთხარი, რომ სახლში მივდიოდი. რომელი საათიაო, ვუთხარი რომ 20 წუთი მქონდა სახლში მისასვლელად დრო. საათს დახედეო, დავხედე და 21:03 საათი იყო. მითხრეს, გაჩერდი, არ დაიძრა, თორემ დაჯარიმდებიო. გავაჩერე მანქანა სკოლასთან. რა უნდა მექნა. რამდენიმე მანქანა მოძრაობდა, ერთ-ერთი გავაჩერე, ვთხოვე სახლამდე მიყვანა, მანქანას ვტოვებდი, როგორც ჩანს, თანამშრომლები იყვნენ, „ტაქსი“ ხომ არ ვართო, ჩვენი საქმე გვაქვსო. ასე დავრჩი 06:00 საათამდე ქუჩაში და მთელი ღამე მანქანაში გავათენე. მესმის, რომ ეს ჩემი შეცდომა იყო, იმედია, არ გავცივდები და ვირუსს არ ავიკიდებ“ – განუცხადა ქუჩაში დარჩენილმა მგზავრმა „მედიაცენტრ მთავარს“.      

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები