„ერთი სული აქვთ, როდის გაჩნდება ეკლესიის კლასტერი“ – ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს პრესმდივნის ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, გარკვეული ჯგუფები ეკლესიას მიზანმიმართულად ებრძვიან და მის დისკრედიტაციას გამალებით ცდილობენ. როგორც მამა ანდრიამ „ღამის კურიერში“ განაცხადა, ეს ჯგუფები ელოდებიან, როდის გაჩნდება ეკლესიის კლასტერი.

“გარკვეული რეკომენდაციები იქნება, ეს რეკომენდაციები არ გაცდება ბოლო სინოდის გადაწყვეტილებას და მის ოქმში ასახულ რეკომენდაციებს, იქნება დაზუსტება ზოგიერთი დეტალისა, იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც დაგვიდგა და რომელზეც სახელმწიფოს ჰქონდა რეაქცია და გაამკაცრეს ზომები. ამ გადაწყვეტილების ერთგვარი გათვალისწინება იქნება შემდეგ ზომებში,” – განაცხადა ჯაღმაიძემ.

მისივე ინფორმაცით, საპატრიარქოში პატრიარქისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრა შედგა, თუმცა დეტალებზე ვერ ისაუბრა.

ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ზიარების წესი არ შეიცვლება.

„ვერც ჩინეთში, ვერც იტალიასა და ირანში ვერ ვიტყვით რომ ზიარების შედეგად გავრცელდა ვირუსი. ჩვენი მოსახლეობა ხედავს, რომ ნებისმიერი საშუალება გამოიყენება ეკლესიის დისკრედიტაციისთვის. ჩვენი ეკლესია არის ავტოკეფალური, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად. ეკლესიის წინააღმდეგ ნებისმიერი საბაბით ბრძოლა გრძელდება. ერთი და იგივე ხალხი წუხს, რომ ჩვენი გადაწყვეტილება დაემთხვა რუსეთის ეკლესიას, და რომ არ დაემთხვა. ძალიან სამწუხარო განწყობებს ვამჩნევ, წინასწარ აანონსებენ, რომ დავირუსდა სასულიერო პირი, ერთი სული აქვთ როდის გაჩნდება ეკლესიის კლასტერი,”- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მსგავსი თემები