ბათუმის სასპორტო სკოლა სასწავლო პროცესს აჩერებს

კარანტინის რეჟიმში გადასვლასთან დაკავშირებით, „ბათუმის სასპორტო სკოლა ყველა აქტივობას აჩერებს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ აღნიშნული სკოლიდან აცნობეს, პროცესები 21 აპრილამდე ჩერდება.

„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით ქ . ბათუმის სასპორტო სკოლაში სასწავლო პროცესის შეჩერება 21 აპრილის ჩათვლით გაგრძელდა, ძალაში დარჩა სკოლის სამუშაო პროცესის დისტანციური რეჟიმი. ქ. ბათუმის სასპორტო სკოლის დირექცია საყოველთაო კარანტინის რეჟიმში კომენდანტის საათის ამოქმედებასთან დაკავშირებით თანამშრომლებს, განსაკუთრებით კი 70 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებს, მოუწოდებს გაითვალისწინონ კანონით დადგენილი რეკომენდაციები და საკუთარი ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით მოერიდონ სახლიდან გამოსვლას“ – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები