ზუგდიდის ინფექციურში გალიდან გადმოსული მამაკაცი და მისი მცირეწლოვანი შვილები შეიყვანეს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული სამი ადამიანი შეიყვანეს. წინასწარი მონაცემებით, სამივე მათგანს ცხელება აღენიშნებოდა.

მამაკაცი და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი ინფექციურ კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა გადაიყვანა.

მამაკაცსა და ორ მცირეწლოვანს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდებათ.

მსგავსი თემები