კორონავირუსით 12 წლის ბელგიელი მოზარდი გარდაიცვალა

კორონავირუსით 12 წლის ბელგიელი გოგონა გარდაიცვალა. ბელგიის ეროვნული კრიზისის ცენტრის სპიკერის, ემანუელ ანდრეს განცხადებით, აღნიშნული ფაქტი ემოციურად ძალიან მძიმეა, რადგანაც ვირუსმა ამჯერად სრულიად ახალგაზრდა ადამიანი იმსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულ მოზარდს მწვავე რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა, რომლის გადარჩენა მედიკოსებმა ვერ მოახერხეს, რადგან პნევონია მძიმე ფორმებში გადაიზარდა.

ემანუელ ანდრეს თქმით, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 192 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 876 დაინფიცირდა. საერთო ჯამში ინფიცირების 12 775 ინფიცირების შემთხვევაა, რომელთაგან 705 ფატალური აღმოჩნდა.

მსგავსი თემები