რამ აატირა ექიმი და დეპუტატი ლადო კახაძე

„დიახ, დღეს პირველად ვნახე აცრემლებული ლადო კახაძე. ჩემი  კითხვა იმდენად მტკივნეული აღმოჩნდა ექიმისთვის, ცრემლები ვერც ერთმა შევიკავეთ. აუცრებლიანდა და გაუწითლდა თვალები მასაც და მეც. კითხვა კი შემდეგ თემას ეხებოდა: დღეს სახეზე გვაქვს მსოფლიო მაგალითი, როცა ექიმებს პაციენტების გადარჩევა უწევთ – ვინ გადაარჩინონ, ვის უმკურნალონ და ვის არა…“ – წერს „მედიაცენტრი მთავარის“ დირექტორი ეკა გულუა, რომელსაც დღეს სტუმრად ჰყავდა ექიმი და დეპუტატი ლადო კახაძე.

ლადო კახაძის „კანკალებული“ პასუხი შემდეგი იყო:

„უჰჰჰ… ურთულეს გამოწვევაში შემიყვანე, მიჭირს პასუხი. მე ეს ყველაფერი ცოცხლად მაქვს მოსმენილი, როცა პაპაჩემი მიყვებოდა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის მონაწილეა. ექიმები შემოვიდნენ, ტოვებდნენ ქალაქს და მიდიოდა გადარჩევა. ასე არჩევდნენ: „ეს წამოიყვანეთ“… „ამისი გადარჩენა არ შეილება“… „ამას შეუძლია ფეხით იაროს“… შემდეგ კი ასე იყო: „ვისაც შეგიძლიათ ფეხით სიარული, წამოდით“…

დღეს ესპანელები აღმოჩდნენ ამ ვითარებაში, ექიმები ამბობენ, ამაზე უარეს მდგომარეობაში ვერასდროს წარმოვიდგენით საკუთარ თავსო. დღეს მათ ამისი გაკეთება უწევთ. დღეს, თითოეულ ჩვენგანი უნდა გახდეს მობილიზებული, რომ ამ სიტყვების წარმოთქმა არ დასჭირდებს ექიმებს.

პიკად სწორედ ის ითვლება, როცა დაინფოცორებულთა რაოდენობა მიაღწევს იმ ზღვარს, როცა შესაბამისი აღჭურვილობა და მედპერსონალი არ იქნება საკმარისი რომ მას მოემსახუროს“… წერს ჟურნალისტი.

მსგავსი თემები