საქართველოში „კორონავირუსის“ სწრაფი ტესტები ჩამოვიდა

საქართველოს ხელისუფლება იმ კლინიკებს არჩევს, სადაც „კორონავირუსის“ დამდგენი ე.წ. სწრაფი ტესტები გადანაწილდება. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, 2000 სწრაფი ტესტი უკვე საქართველოშია.  

“2000 სწრაფი ტესტი, რომელიც საჭიროებს მარტივ ანალიზატორს იმისთვის, რომ ისევ PSR მეთოდით შესრულდეს ტესტირება, ქვეყანაში ჩამოვიდა კვირას. ჩვენ დღეს გვექნება ექსპერტების ჯგუფთან შეხვედრა იმისთვის, რომ განვსაზღვროთ ზუსტად, რომელ კლინიკებში მოხდება ამ ტესტების გამოყენება. ასევე, არის 4000 ანტისხეულებზე დამყარებული ტესტი, რომელიც პასუხებს იძლევა უფრო გვიან ეტაპზე“ – ეს განცხადება მინისტრის მოადგილემ მთავრობის კანცელარიაში გააკეთა.

მსგავსი თემები