კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი ინგლისის კლასტერიდანაა

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტიდან ორი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, რომელთა კლასტერი დადგენილია. 

“დღეს დაემატა სამი პაციენტი და საღამოს მონაცემებით გვაქვს 100 დადასტურებული შემთხვევა. ამ დამატებული სამი პაციენტიდან ორი ჩვენთან არის, ეს არის ინგლისის კლასტერიდან, ანუ ამათი წყარო ცნობილია. მესამე პაციენტის შესახებ მონაცემები არ მაქვს, ვერ მოგახსენებთ. ამ სამი ახალი პაციენტის ზოგადი მდგომარეობა არ არის მძიმე.

კვლავ გრძელდება მონიტორინგი პაციენტების, რომელთაც უკვე გარკვეულწილად შეუსრულდათ დაავადების ხანგრძლივობის და კლინიკურ-ლაბორატორიული და ობიექტური მონაცემების მიხედვით, შეიძლება მათთან გამოჯანმრთელება არის დამდგარი, რასაც ვადასტურებთ ჩვენ ტესტირებით და მიღებული უარყოფითი პასუხით. რამდენიმე პაციენტის პირველადი უარყოფითი პასუხი გვაქვს და ვნახოთ, ხვალ ალბათ გვეცოდინება განმეორებითი პასუხების შესახებ და თუ დადგება გამოჯანმრთელება, ამის შესახებ მოგახსენებთ,” – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები