“შეიძლება ზაფხულში მიაღწიოს პიკს, ამოცანაა, ამ დრომდე მივაღწიოთ მინიმალური დანაკარგებით” – თენგიზ ცერცვაძე

“ინფექციის გავრცელების მასშტაბებით, ჩვენ ყოველთვის სხვა ქვეყნების უკან ვივლით”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, საქართველოში ინფექციის გავრცელება არ მიაღწევს იმ მასშტაბებს, რასაც ევროპის პრაქტიკულად ყველა განვითარებულ ქვეყანაში.

“არავინ არ იცის, როდის იქნება პიკი. პრეცედენტული მიდგომით, ელოდებიან, რომ აპრილიდან შეიძლება დაიწყოს ეპიდემიის დაღმავალი ტალღა. შეიძლება კორონავირუსმა ზაფხულში მიაღწიოს პიკს, ეს არავინ არ იცის. უმეტესობა, შინაგანად ვფიქრობთ, რომ პიკი იქნება მარტის ბოლოსთვის, შემდეგ დაიწყება გაუმჯობესება. ჩვენი მიზანია, ამ პიკთან მინიმალური დანაკარგით მივიდეთ”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები