სამეგრელოში ზომები მკაცრდება, დამატებითი ბლოკ-პოსტები და საპოლიციო ძალები კონტროლისთვის ემზადებიან

  •  

ავტომობილში მხოლოდ 3 ადამიანი, სამეგრელოში გადაადგილება იზღუდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ირაკლი ჩიქოვანმა  საგანგებო განცხადება გააკეთა.

„ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონში დაწესებული შეზღუდვები მკაცრდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება სამეგრელოს რეგიონის ტერიტორიაზე, ეს არის ერთადერთი დამატებითი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედ შეზღუდვებზე.

დადგება დამატებითი ბლოკ-პოსტები რეგიონის მუნიციპალიტეტების შესასვლელებში, რაც ნიშნავს იმას, რომ გაძლიერებული საპოლიციო ძალები და ეკიპაჟები მკაცრად გააკონტროლებენ მანქანით გადაადგილებას. მანქანების გადაადგილების კონტროლში იგულისხმება სოციალური დისტანციის დაცვით გადაადგილება ანუ ერთ ავტომობილში დასაშვებია 3 ადამიანის ყოფნა, მძღოლი და  2 პირი, რომლებიც უკან უნდა ისხდნენ. ამავდროულად, პოლიცია განახორციელებს პატრულირებას მთელი რეგიონის მასშტაბით რათა ეს წესი იყოს დაცული“ –  განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.   

მან ასევე აღნიშნა, რომ  მობილიზებული იქნება დამატებითი საპოლიციო ძალები,  რომ მკაცრად გაკონტროლდეს მოქმედი ყველა შეზღუდვა.     

მსგავსი თემები