საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი განიკურნა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი განიკურნა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსისგან 16 პაციენტი განიკურნა.

„ამ ერთი თვის მანძილზე ყველა შეკავების ღონისძიება იყო წარმატებულად განხორციელებული. დღეის მდგომარეობით, უკვე გამოჯანმრთელებულია 16 პაციენტი. ეს, რა თქმა უნდა, მიუთითებს სწორ ნაბიჯებზე და ყველა ის გაიდლაინი, რომელიც გამოყენებულია საქართველოში, წარმატებით მუშავდება ჩვენი ექიმების მხრიდან“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ​85 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმშია 4535 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 276.

მსგავსი თემები