ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ შეყვანილი ოთხი პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

“ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს გამოკვლეული ოთხი პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა”, – ამის შესახებ ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ოდიშარიამ განაცხადა.

ოთხივე პაციენტი ერთი ოჯახის წევრია. ისინი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით გუშინ შეიყვანეს. მათ ცხელება და ხველა აღენიშნებოდათ. პაციენტებს შორის ერთი მცირეწლოვანია.

პაციენტები 19 მარტს დაბრუნდნენ თურქეთიდან და ამ დრომდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

მსგავსი თემები