„გავითვალისწინეთ ის რისკი, რაც შეიძლება მოჰყვეს ექიმების დაინფიცირებას„ – ივანე ჩხაიძე

„იტალიაში ექიმების დაინფიცირება გახდა ვირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელების მიზეზი. ჩვენ იაშვილის კლინიკაში ექიმები დავყავით ორ ნაწილად, ვინარჩუნებთ რეზერვს და ასე ვაპირებთ გავაგრძელოთ მუშაობა“ – ამის შესახებ  „თსსუ“-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პროფესორი სხვა ქვეყნების მაგალითებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ უნდა მოახერხოს სამედიცინო პერსონალის შენარჩუნება. ჩხაიძეს მიაჩნია, რომ მუდმივად უნდა ხდებოდეს ექიმების როტაცია.

„ყველაზე დიდი პრობლემა, რაც შეიქმნა იტალიაში იყო პერსონალის პრობლემა. ინფიცირებული პერსონალი გახდა მიზეზი იტალიაში ფართომასშტაბიანი ლეტალური შედეგების. ჩვენ პერსონალი გავყავით ორ ჯგუფად, ეს იქნება მუდმივი როტაცია. ჩვენ ყველა სპეციალობაში მოვახერხეთ ექიმების დაყოფა ორ ჯგუფად, როგორც საშუალო სამედიცინო პერსონალის, ისე ექიმების რეზერვი გადანაწილებულია, ზოგი მუშაობს, ზოგი ისვენებს, რადგან გავითვალისწინეთ ის რისკი რა შეიძლება მოჰყვეს ექიმების დაინფიცირებას“ – განცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები