„საქართველოში კორონავირუისთ ინფიცირებულია 5 ბავშვი“ – ივანე ჩხაიძე

„ჩინური კვლევების მიხედვით პედიატრიულ პაციენტებში ძალიან მცირე იყო გავრცელება, თუმცა იტალიურ და ამერიკულ სტატიებშიც ითვლება, რომ კორონავირუსი იშვიათია პედიატრიულ ასაკში“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „თსსუ“-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

ივანე ჩხაიძე საქართველოს შემთხვევაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ 5% ითვლება არცთ ისე ცოტა მაჩვენებლად, თუმცა ჩხაიძე აცხადებს, რომ ბავშვებში ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობას.

„კორონავირუსი ბავშვებში არის მსუბუქი მიმდინარეობით. საქართველოში ვირუსით 5 ბავშვია დაინფიცირებული, თუმცა მათი მდგომარეობა მსუბუქია. იტალიის, ჩინეთის და ამერიკის კვლევების მიხედვით ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელი 2 – 5 % -ს არ ასცილებია. თუმცა პედიატრიულ პაციენტებში ვირუსის გავრცელება თავიდან იყო ძალიან მცირე. ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ კორონავირუსით დაავადებული პაციენტი არ უნდა მოხვდეს ნებისმიერ პაციენტში, რადგან ამ ვირუსის მართვას სჭირდება განსაკუთრებული კლინიკები. იაშვილის კლინიკაც ორიენტირებულია ამ ვირუსის დროულ გამოვლენაზე. უნდა განისაზღვროს დროულად პაციენტების ნაკადი, რადგან არ მოხდეს შერევა“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ

ცნობისთვის, კორონავირუსის შემთხვევებში პედიატრიულ ასაკში ჩინეთში 1% დაფიქსირდა, იტალიაში – 1,5, ხოლო ამერიკაში 5 % – მდე.

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები