ჩინეთის მიერ ნაჩუქარი სწრაფი ტესტები უკვე საქართველოშია

ჩინეთის მიერ ნაჩუქარი სწრაფი ტესტები უკვე საქართველოშია. ინფორმაციას  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია ავრცელებს და შესაბამის ფოტოებსაც აქვეყნებს.

მისი ინფორმაციით, კორონავირუსისა და სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენად განკუთვნილი ტესტები 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულებისაა.

„სიჩუანის პროვინციის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ნაჩუქარი, 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულების, კორონავირუსისა და სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენი სწრაფი ტესტები, შესაბამისი აღჭურვილობით და აპარატურით უკვე თბილისშია“, – აცხადებს ელჩი არჩილ კალანდია.

მსგავსი თემები