„ნებით თუ უნებლიედ, ადამიანებს შეუძლიათ დიდი აფეთქება გამოიწვიონ“ – დავით გადელია

„პირბადეების და სკაფანდრებით პრობლემა მთელს მსოფლიოში არსებობს“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავრის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აკადემიკოსი ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალურმა დირექტორი დავით გადელიამ განაცხადა.

დავით გადელია ეპიდემიის გავრცელებასთან დაკავშირებით მსოფლიოს მაგალითებს იხსენებს და მოსახლეობას პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს. დავით გადელიას ინფორმაციით სახელმწიფო ყველა გეგმისთვის მობილიზებულია:

„არსებობს „ ა,“ „ბ,“ და „გ“ გეგმები. „ა“ და „ბ“ გეგმის მიხედვით, რაც გვაქვს გამოყოფილი ფონდი სრულიად საკმარისია, პერსონალიც და საწოლებიც, თუ ღმერთმა ნუ ქნას და ეს რაოდენობა ავა 300 – 400 – მდე მაშინ არის საიზოლაციო გეგმა, როცა სხვა კლინიკებიც ჩაერთვებიან ამ კამპანიაში. ასევე მესმის პრობლემაა პირბადეები, სკაფანდრები, თუმცა ეს პრობლემა  ყველა ქვეყანაში დგას. მარტო საქართველო, რომ იყოს ამ დღეში სხვა ქვეყნები მოგვეხმარებოდნენ, მაგრამ დღეს მსოფლიოა კრიზისში. ხალხს მოვუწოდებ გაითვალისწინონ რეკომენდაციები. ნებით თუ უნებლიედ ადამიანებს შეუძლიათ დიდი აფეთქება გამოიწვიონ და მსოფლიოს ამის მაგალიტთბი საკმარისად ახსოვს.“ – განაცხადა დავით გადელიამ “მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები