მარნეულში ინფიცირებული 62 წლის ქალის მდგომარეობა მძიმეა – ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, მარნეულში ინფიცირებული 62 წლის ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„მას ამ ინფექციის ყველაზე მძიმე გართულება აქვს – მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი. გარდა ამისა, ორჯერ ინსულტი აქვს გადატანილი, გაკეთებული აქვს შუნტირების ოპერაცია, სტენტირება და ორმხრივი პნევმონია. ამ პაციენტის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. თუმცა კლინიკამ დასტაბილურება მოახერხა, მაგრამ პროგნოზი სერიოზული რჩება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები