კიდევ ერთი გამოჯანმრთელების შესახებ ინფორმაცია დღეს დილით გავრცელდა.
როგორც ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ აღნიშნა ბოლოს შეყვანილი 4 პაციენტი ახალი კლასტერიდანაა.
„ბოლოს შემოსული ოთხი პაციენტის ისტორია ამერიკას უკავშირდება, ეს არაა შიდა გადაცემა. გვაქვს ახალი კლასტერი. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში – 3320 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 235 ადამიანი.