პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, მარნეულიდან თბილისში გადმოყვანილი, კორონავირუსით ინფიცირებული ქალის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
„ჩვენს კლინიკაში მარნეულიდან შემოყვანილი 62 წლის ქალბატონის მდგომარეობა ამ ეტაპზე მეტ-ნაკლებად სტაბილურია, უფრო უკეთესი ვიტალური პარამეტრები გააჩნია, ვიდრე ჰქონდა დღის პირველ ნახევარში“ ,- აღნიშნა ლევან რატიანმა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 54 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.