“ქვეყანაში ყველა მედიკამენტის საკმარისი მარაგია” – ეკატერინე ტიკარაძე

მედიკამენტებზე დეფიციტი არ შეიქმნება. ჯანდაცვის მინისტრმა განცხადება მოსახლეობის კითხვების საპასუხოდ გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ უკვე აკრძალა მედიკამენტების ექსპორტზე გატანა და მარაგები მუდმივად ივსება, ამიტომ დეფიციტის საფრთხე არ არსებობს.

“უკვე კვირაზე მეტია საქართველოს მთავრობამ აკრძალა საქართველოდან სამედიცინო საჭიროების ნივთების და მედიკამენტების გატანა. ამ ეტაპისთვის ქვეყანაში ყველა მედიკამენტის საკმარისი მარაგია. ვმუშაობთ მარაგების მუდმივ კონტროლზე, მწარმოებლებთან და კერძო შემომტანებთან გვაქვს კოორდინაცია. ვირწმუნებით, რომ ქვეყანაში წამლებზე დეფიციტი არ შეიქმნება”, -აცხადებს ტიკარაძემ.

მსგავსი თემები